logo
ENG



კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების "დიდი ნაწილი" ქართველია

05 აგვ 202211:50
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების "დიდი ნაწილი" ქართველია

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ქართველია. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.

"საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია"- ამბობს კობახიძე.

3 აგვისტოს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას რამდენიმე დღეა აქტიურად ითხოვს ოპოზიცია. თავდაპირველად ვიზების დაწესების იდეა პარტია ლელომ დააყენა. ამ მოთხოვნით პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.


close დახურვა